როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს 34-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "რომას" უპირისპირდება.
შეხვედრის პირველი ნახევარი "დიაგო არმანო მარადონაზე" უგოლო ფრით დასრულდა.
კვარას და "ნაპოლის" გამარჯვება ძალიან სჭირდებათ, რათა ევროტურნირებზე გასვლის შანსი შეინარჩუნონ.
მიუხედავად აშკარა უპირატესობისა და შეტევის ბევრი მცდელობისა, ნეაპოლელებმა 45 წუთში გოლის გატანა ვერ მოახერხეს.
გამოცემა "Sofascore" ქართველის პირველი ტაიმის პერფორმანსს 7.7 ქულით აფასებს, რაც "პარტენოპეის" რიგებში საუკეთესო მაჩვენებელია.