ილია თოფურიამ თეთრ სახლში UFC-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მსუბუქი დივიზიონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლაში ის ჯასტინ გეიჯის შეხვდა. გამარჯვება ამერიკელს დარჩა.
UFC Freedom 250 აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნა. სპეციალურად ამ დღისთვის ოქტაგონი თეთრი სახლის ეზოში დაამონტაჟეს. ბრძოლებს 4000 მაყურებელი ადევნებდა თვალს.
ღონისძიებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი მეუღლე მელანია ტრამპი და UFC-ს პრეზიდენტი დანა უაითი ესწრებოდნენ.
გამარჯვების შემდეგ გეიჯიმ განაცხადა - უნდა დავუფასო - ძალიან დიდი ზიანი მომაყენა. მაგრამ ისევ, [ყველაფერი შრომის დამსახურებაა]... ასეთი მომენტებისთვის ვარ შექმნილი. ეს სპორტი ჩემთვის შეიქმნა. და ამაღამ გაჩვენეთ, რატომ." - განაცხადა ამერიკელმა ბრძოლის შემდგომ ინტერვიუში