"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ "რომასთან" მატჩამდე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
იტალიელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე "პარტენოპეის" ქართველ ლიდერზე, ხვიჩა კავარცხელიაზეც ისაუბრა:
"ბუნებამ კვარაცხელია გამორჩეული საფეხბურთო უნარებით დააჯილდოვა, თუმცა მას ყოველთვიოს ვეუბნები, რომ ფეხბურთი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება"
"ოქროს ბურთისთვის ბრძოლა შესანიშნავია და მას ეს ნამდვილად შეუძლია, თუმცა მხოლოდ მაშინ, თუ თავის საფეხბურთო თვისებებს კიდევ უფრო დახვეწს და გააუმჯობესებს", - თქვა კალცონამ.
აქვე შეგახსენებთ, რომ "ნაპოლისა" და "რომას" მატჩი 20;00 საათზე დაიწყება.