3 საათის და 42 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

კვარაცხელია - რუსეთში სრულიად მარტო, უმეგობროდ ვცხოვრობდი, შემდეგ კი...

პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი განვლილი გზის შესახებ ისაუბრა.

როცა პატარა ვიყავი, რუსეთში სრულიად მარტო, უმეგობროდ ვცხოვრობდი. მთელ დღეებს დაუღალავად ვარჯიშში ვატარებდი.

ერთ დღესაც ჩემს თავს ვკითხე: „აქ რატომ ვარ? მაისურზე ჩემი ოჯახის გვარი აწერია და მათ გამო უნდა ვიშრომო!“

ღამით საწვრთნელ ბაზაზე შუქი არ იყო ხოლმე, მაგრამ ვარჯიშს მაინც ვაგრძელებდი. ხანდახან დაცვის თანამშრომელი გამოვიდოდა. ეშინოდა და ვერ გაეგო, ვინ იყო მოედანზე. ეს მე ვიყავი — სიბნელეში ბურთს ვატარებდი - ამბობს კვარა.


Facebook კომენტარები