1 წლის წინ
გიორგი რაზმაძე
Aa

მიქაუტაძე: "მეცში" დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ"

როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე ამსტერდამის “აიაქსიდან” ფრანგულ “მეცში” იჯარის წესით გადავიდა.

ახალგაზრდა შემტევმა “მეცში” დაბრუნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა:

უებდნუერესი ვარ, რომ აქ დავბრუნდი. როცა "აიაქსში" წავედი, ბევრი მესიჯი მივიღე და ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტი. მინდოდა, ყველასთვის მადლობა გადამეხადა, რადგან ჩემთვის ეს სიყვარული უმნიშველოვანესია. 

ძალიან მოხარული ვარ, რომ ისევ "მეცში" ვითამაშებ და მოუთმენლად ველოდები მოედანზე ისევ ამ მაისურით, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გამოსვლას, - განაცხადა მიქაუტაძემ.

ცნობისთვის, დაბრუნების შემდეგ მიქაუტაძის დებიუტი “მეცის” მაისურით 5 იანვარს “კლერმონის” წინააღმდეგ შედგება.

Facebook კომენტარები