1 კვირის და 5 დღის უკან
გიორგი სოხაძე
Aa

"ჩაკვეტაძე შემდეგ თამაშს ამიტომ არ ითამაშებს" - "ვოტფორდის" ახალი მწვრთნელის განცხადება

"ვოტფორდში" დაახლოებით 1 თვის წინ ახალ მთავარ მწვრთნელად ტომ კლევერლი დაინიშნა.

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონშიფის გუნდში საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი ჩაკვეტაძე ირიცხება.

მათ შემადგენლობაში ჩაკვემ ბოლოს 10 აპრილს ითამაშა, მას შემდეგ ქართველს ტრავმა აწუხებს.

ცნობილია, რომ ეს დღეებია გიორგი გუნდისგან განცალკევებით, ინდივიდუალურად მწვრთნელთან ერთად, ვარჯიშობს:

ქართველი ნახევარმცველის მდგომარეობასთან დაკაშირებით "ვოტფორდის" ახალმა თავკაცმა მედიასთან ისაუბრა და თქვა, რომ მას გაფრთხილება სჭირდება:

"ჩაკვეტაძეს საზარდულის ტრავმა აწუხებს. მას ზაფხულში საქართველოსთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე თამაში ელის, ამიტომაც უნდა გავუფრთხილდეთ", - თქვა კლევერლიმ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჩაკვე "სანდერლენდთან" მატჩს სწორედ ამ ტრავმის გამო გამოტოვებს.

Facebook კომენტარები