3 კვირის და 3 დღის უკან
ნიკა მშვილდაძე
Aa

ფასი 120 მილიონი ევრო - რომელ კლუბს უახლოვდება ვიქტორ ოსიმენი

ცნობილი იტალიური გამოცემა "ll Matino" "ნაპოლის" შემტევზე, ვიქტორ ოსიმენზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ნიგერიელი ფეხბურთელი ახლოსაა, რომ კარიერა "პარის სენ-ჟერმენში" გააგრძელოს.

როგორც იწერება, "პარტენოპეი" პარიზული გრანდისგან 25 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს ითხოვს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ვიქტორს ნეაპოლელებთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.

Facebook კომენტარები