გორის "დილას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. შიდა-ქართლულ გუნდს 44 წლის პორტუგალილი სპეციალისტი, რუი მოტა გაწვრთნის, რომელმაც ევერ დემალდე ჩაანაცვლა.
აღსანიშნავია, რომ მოტას "ბრაგაში" და "მორიერენსეში", ასევე ვარშავის "ლეგიაში", ბელგიურ "სტანდარტში". ბრაზილიურ "ვასკო და გამაში" “ალკოჩეტენსესა" და "სიბენიკისში" უმუშავია.
ცნობისთვის, ახალი სეზონი სტარტს თებერვალში აიღებს. გორის "დილაში" სატრანსფერო ფანჯარაზე კიდევ დიდი ცვლილებები იგეგმება.