2 კვირის უკან
Beka Bliadze
Aa

ძალიან მძიმე გასახსენებელია... მარტო ჩემმა ბალიშმა იცის რა გადავიტანე... მოვყვე? მომკლავს ზაზა... - ზაზა ფაჩულიას დედა ოჯახის ტრაგედიაზე

ალათბურთელ ზაზა ფაჩულიას დედა, მარინა კოდუა შვილის ბავშვობას და მეუღლის გარდაცვალებას “შუადღის” ეთერში იხსენებს.

“ზაზას თავიდანვე ეტყობოდა, რომ დინჯი იქნებოდა. საკმაოდ ჯიუტი იყო, სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდა. ჩემი მეუღლე ჩემპიონი იყო და უნდოდა ზაზა მოჭიდავე გამხდარიყო. უმძიმესი პერიოდი იყო და არც ერთი ფანჯარა არ ჰქონდა სპორტულ დარბაზს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ზაზასთვის ეს დარბაზი კარგი სკოლა აღმოჩნდა. მიმაჩნია, რომ ადგომას ვერ ისწავლი, თუ არ წაიქეცი. ზაზა ძალიან ძლიერი იყო. საქართველოს ნაკრებში ვერ მოხვდა. ხშირად საქართველოში შეჯიბრიდან მოუხსნიათ, თუმცა რაც არ გკლავს გაძლიერებს.

ბავშვობის ერთი ნაწილი ზაზამ მაშინ დაასრულა, როდესაც სტამბოლიდან ჩამოვიდნენ. ერთ დღესაც ჩემი მეუღლე სახლში არ დამხვდა და დავუწყე ძებნა. ბავშვი ეზოში იყო და როგორც წესი ასე უყურადღებოდ არ ვტოვებდით.

ჩემი ქმარი ანალიზებზე უნდა წასულიყო კლინიკაში და მეც იქ გავიქეცი. რომ მივედი უკვე გარდაცვლილი დამხვდა. სწორედ ამ პერიოდიდან ზაზამ ოჯახის მართვის სადავეები ხელში აიღო. ზაზას ჩემი ცრემლები არ უნახავს. მარტო ჩემმა ბალიშმა იცის, რა გადავიტანე”, – საუბრობს მარინა კოდუა.

Facebook კომენტარები