1 წლის და 9 თვის წინ
გიორგი რაზმაძე
Aa

გაგი მარგველაშვილო "ოკლანდ რუტსში" ითამაშებს

27 წლის ქართველი ფეხბურთელი გაგი მარგველაშვილი კარიერას "ოკლანდ რუტსში" გააგრძელებს. ინფორმაცია ამერიკული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

საგულისხმოა, რომ მარგველაშვილი ბოლოს თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა, თუმცა ამ გუნდის მაისურით მხოლოდ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მარგველაშვილს კარიერის მანძილზე თბილისური გრანდის გარდა "შკუპში", ბათუმის "დინამოსა" და "საბურთალოში" უთამაშია.

ცნობისთვის, "ოკლანდ რუტსი" ამერიკის მე-2 ლიგაში ასპარეზობს.

Facebook კომენტარები