2 კვირის და 2 დღის უკან
გიორგი სოხაძე
Aa

მიქაუტაძე ესპანური და ინგლისური გუნდების რადარზე - შესაძლოა გიორგიმ კარიერა უკეთეს გუნდში განაგრძოს

ამსტერდამის "აიაქსიდან" "მეცში" დაბრუნების შემდეგ ქართველი ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე ძალიან მაგარ ფორმაში შევიდა.

უცხოურ მედიაში, იწერება, რომ ფეხბურთელის ფორმაში შესვლამ ლა ლიგისა და პრემიერ ლიგის გუნდების დაინტერესება გამოიწვია.

პრესის ცნობით, ესპანეთის პრიმერა დივიზიონიდან ქართველს "რეალ ბეტისი" აკვირდება, ხოლო ინლგისის პრემიერ ლიგიდან "ფულემი".

მოგეხსენებათ, რომ გიორგი დღემდე "აიაქსის" საკუთრებაა, ფრანგულ კლუბს კი ზაფხულში მისი გამოსყიდვა 10 მილიონად შეუძლია, ამის სურვილი კი ორივე მხრისგან დიდია.

ასე და ამგვარად, ქართველი ფორვარდისდამი ინტერესი ნელ-ნელა დიდ გუნდებსაც უჩნდებათ და შესაძლოა მომავალი სეზონიდან ის ბეევრად კარგ გუნდში ვიხილოთ.

ცნობისთვის, მიქაუტაძემ "მეცში" დაბრუნების შემდეგ თავი 8 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა.

Facebook კომენტარები