ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ქართველ ძალოსანზე, ლაშა ტალახაძეზე საინტერესო ამბავი გაავრცელა.
როგორც ის წერს, ქართველი სპორტსმენი 10 წლის საბას, რომელიც თურქეთში უმძიმესი დიაგნოზით მკურნალობს სოლიდური თანხით დაეხმარა.
"ძალიან დიდი მადლობა ლაშა ტალახაძეს, რომელიც სოლიდური თანხით დაეხმარა საბას და მითხრა, რამე თუ კიდევ დაჭირდებათ აქ ვარო.
"ლაშა, შენ ნამდვილი ჩემპიონი ხარ", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.