UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.
ილიას ჰკითხეს თუ რომელ 2 ადამიანს სთხოვდა ფოტოს გადაღებას.
მისი თქმით, ლიონელ მესი და მაიკლ ჯორდანი სპორტების ისტორიაში საუკეთესონი არიან და სწორედ მათთან გადაიღებდა სურათებს ილია:
"მაიკლ ჯორდანი და ლიონელ მესი არიან მხოლოდ ორი ადამიანი, რომლებსაც ფოტოს გადაღებას ვთხოვდი. ორი ყველა დროის საუკეთესო სპორტების ისტორიაში", - თქვა თოფურიამ.