2 საათის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ზამთრის ოლიმპიადის მონაწილემ პირდაპირ ეთერში გამოაცხადა, რომ შეყვარებულს უღალატა

ზამთრის ოლიმპიადის მონაწილემ პირდაპირ ეთერში გამოაცხადა, რომ შეყვარებულს უღალატა.

სტურ­ლა ჰოლმ ლეგ­რე­ი­დის მე­გო­ბარ­მა გო­გო­ნამ აღი­ა­რა, რომ მის­თვის "ძნე­ლია პა­ტი­ე­ბა" მას შემ­დეგ, რაც ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­დის მო­ნა­წი­ლემ სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და, რომ მას უღა­ლა­ტა.

ნორ­ვე­გი­ელ­მა ჰოლმ ლეგ­რე­იდ­მა მა­ყუ­რე­ბე­ლი სამ­შა­ბათს გა­ა­ო­ცა, რო­დე­საც ბი­ატ­ლონ­ში ბრინ­ჯა­ოს მედ­ლის მო­პო­ვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გა­ამ­ხი­ლა, რომ ექ­ვსთვი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის დროს პარტნი­ორს უღა­ლა­ტა.

“არის ადა­მი­ა­ნი, ვის­თა­ნაც ამ მო­მენ­ტის გა­ზი­ა­რე­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა დღეს არ გვი­ყუ­რებს. ექ­ვსი თვის წინ შევ­ხვდი ჩემი ცხოვ­რე­ბის სიყ­ვა­რულს , ყვე­ლა­ზე ლა­მაზ და კე­თილ ადა­მი­ანს მსოფ­ლი­ო­ში და სამი თვის წინ და­ვუშ­ვი ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა, მას ვუ­ღა­ლა­ტე. არ ვიცი, რას ვცდი­ლობ ამ სი­ტყვე­ბით მი­ვაღ­წიო, მაგ­რამ ბოლო დღე­ებ­ში სპორ­ტი ჩემ­თვის ცოტა სხვა­ნა­ი­რი იყო. ამი­ტომ ვი­სურ­ვებ­დი, ეს ყვე­ლა­ფე­რი მას­თან გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა. უნდა აღი­ა­რო, რო­დე­საც ისეთ რა­მეს აკე­თებ, რა­საც ვერ ამარ­თლებ და ასე ძლი­ერ ტკი­ვილს აყე­ნებ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს" - გა­ნა­ცხა­და სპორ­ტსმენ­მა.

ღო­ნის­ძი­ე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ ჰოლმ ლეგ­რე­იდ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა მას ჯერ არ და­კავ­ში­რე­ბია და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ თა­ვის სი­ტყვე­ბით "მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უა­რე­სის­კენ არ შე­უც­ვლია". შემ­დეგ და­ა­მა­ტა რომ “იმე­დი ჰქონ­და გვი­რა­ბის ბო­ლოს სი­ნათ­ლე ორი­ვეს­თვის გა­მოჩ­ნდე­ბო­და".

სპორ­ტსმე­ნის მე­გო­ბარ­მა გო­გო­ნამ, რო­მელ­საც ანო­ნი­მუ­რად დარ­ჩე­ნა სურს, ჰოლმ ლეგ­რე­ი­დის აღი­ა­რე­ბას წე­რი­ლო­ბით უპა­სუ­ხა.

ნორ­ვე­გი­ულ გა­ზეთ VG-სთან წე­რი­ლო­ბით გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ის ამ­ბობს : "მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სიყ­ვა­რუ­ლის აღი­ა­რე­ბა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს წი­ნა­შე გა­ა­კე­თა, პა­ტი­ე­ბა მა­ინც რთუ­ლია. ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა ჩემი არ­ჩე­ვა­ნი არ არის და მტკივ­ნე­უ­ლია, რომ მას­ში ყოფ­ნა მი­წევს, ჩვენ გვქონ­და კონ­ტაქ­ტი და ამ სა­კი­თხზე ლეგ­რე­იდ­მა ჩემი პო­ზი­ცია კარ­გად იცის".

სპორ­ტსმენს მან ასე­ვე ბრინ­ჯა­ოს მედ­ლის მო­პო­ვე­ბა მი­უ­ლო­ცა და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ახ­ლობ­ლებს მხარ­და­ჭე­რის­თვის.


Facebook კომენტარები