ცნობილი იტალიური გამოცემა "Gazzetta dello sport"-ი "ნაპოლის" შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, იმის შანსი, რომ ვიქტორ ოსიმენმა ზაფხულში "პარტენოპეის" რიგები დატოვოს, საკმაოდ რეალურია.
ბუნებრივია, ნეაპოლელები ნიგერიელი ფორვარდის შემცვლელის მოყვანაზეც იზრუნებენ.
გამოცემა იუწყება, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ სამიზნე უკვე შეარჩია.
საუბარია ჯონათან დევიდზე, რომელიც ამჟამად "ფრანგული" ლილის ღირსებას იცავს.
წყარო აქვე დასძენს, რომ კანადელი შემტევი მზადაა "ნაპოლის" რიგებს შეუერთდეს და კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმოს.
ცნობისთვის, დევიდის სატრანსფერო ღირებულება ამ მომენტისთვის 50 მილიონ ევროს შეადგენს.