1 საათის და 28 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

შედგება მერაბისა და ვოლკანოვსკის დაპირისპირება? - რას წერენ სოციალურ ქსელებში

სიდნეიში ჩატარებულ UFC 325-ზე ავსტრალიელმა ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ ბრაზილიელი დიეგო ლოპესი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ორგანიზაციის ქვემსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაიცვა.

ვოლკანოვსკიმ ქვემსუბუქი (65კგ) წონის საჩემპიონო ქამარი 2024 წლის თებერვალში ილია თოფურიასთან ბრძოლაში დაკარგა, თუმცა ერთ წელში სწორედ დიეგო ლოპესთან დაპირისპირების შემდეგ დაიბრუნა.

საჩემპიონო ბრძოლა ვოლკანოვსკიმ აქტიურად დაიწყო და დგომში დიდი უპირატესობა მოიპოვა, ის მეტოქეს მიწაზეც არაფერს უთმობდა.

37 წლის ავსტრალიელმა ქართველთან დაპირისპირებამდე ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონის სტატუსი ხუთჯერ დაიცვა, ახლა კი მისთვის ეს პირველი დაცვა იყო.

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ სოციალურ ქსელებში ბევრს წერენ, რომ მერაბ დვალიშვილმა 65 კგ-ში უნდა გადაინაცვლოს და ვოლკანოვკისთან სუპერ დაპირისპირება შედგეს.

თუმცა, ქართველს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ვოლკთან ბრძოლით დაინტერესებული არ არის, რადგან მას ძალიან კარგ ადამიანად და მეგობრად თვლის, ასევე თავის დივიზიონზეა კონცენტრირებული.

Facebook კომენტარები