როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის 2023/24 წლების სეზონის დასრულებამდე 7 ტურია დარჩენილი.
აღსანიშნავია, რომ 31 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ "ვალენსიას" კარის დარაჯმა გიორგი მამარდაშვილმა 32 ბურთი გაუშვა და ამ შედეგით იგი "ზამორას" ჯილდოს მოგებისთვის ბრძოლას კვლავ აგრძელებს.
კერძოდ ქართველი კიპერი ამ პრიზისთის ბრძოლაში ამ მომენტისთვის მესამე ადგილზე იმყოფება.
გიორგის უშუალო მეტოქეები კი უნაი სიმონი და ალექს რემირო არიან, რომლებიც 27 და 30 გაშვებული გოლებით სიას ლიდერობენ.
ასე და ამგვარად, "ღამურების" ქართველ მეკარეს აღნიშნული ჯილდოს მოგების კარგი შანსი აქვს.