როგორც მოგეხსენებათ, კრიშტიანუ რონალდუს "ალ-ჰილალთან" მიღებული წითელი ბარათის გამო სასჯელი ემუქრებოდა.
პორტუგალიელმა ვარსკვლავმა მატჩის მიმდინარეობისას მეტოქის ერთ-ერთ ფეხბურთელს ჩაარტყა, რაც არასპორტულ საქციელად შეფასდა და წითელი ბარათი მიიღო.
საუდის ლიგის სადამსჯელო კომიტეტმა ეპიზოდი შეაფასა და რონალდუს 2 მატჩიანი დისკვალიფიაკცია მისცა.
ცნობისთვის კრიშტიანუ თამაშებს 1 მაისს დაუბრუნდება, მანამდე "ალ-ნასრს" მხოლოდ 2 მატჩი აქვს.