7 თვის და 2 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

ვინ შეიძლება დაბრუნდეს "ნაპოლიში" - რას წერენ იტალიურ მედიაში

იტალიურმა გამოცემა "Calcio Napoli 24"-მა "ნაპოლის" შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

წყაროს ცნობით, "პარტენოპეის" რიგებში, შესაძლოა, ყოფილი ფეხბურთელი დაბრუნდეს.

საუბარია კიმ მინ-ჯაეზე, რომელიც გასულ ზაფხულს 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ მიუნხენის "ბაიერნს" შეუერთდა.

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კორეელი თავდაპირველად ძირითადი თერთმეტეულის წევრი იყო, ბოლო დროს ტომას ტუხელი მას სათადარიგო სკამზე სვამს. 

წყარო აქვე იუწყება, რომ საუბაირა საიჯარო ხელშეკრულებაზე, რისთვისაც ნეაპოლელებს დაახლოებთ 9 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ კიმი წინა სეზონში "ნაპოლის" ერთ-ერთი მთავარი ლიდერი იყო კლუბის ჩემპიონობაში დიდი წვლილი სწორედ მასაც მიუძღვის.

Facebook კომენტარები