1 თვის უკან
გიორგი სოხაძე
Aa

"სტატისტიკა სტატიატიკაა..." - მამარდამ ფანს უპასუხა, რომელმაც დაწერა, რომ პენალტი სანახავი არ იყო

როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის 31-ე ტურში "ვალენსიამ" გიორგი მამარდაშვილის კაპიტნობით "ოსასუნა" ანგარიშით 1:0 დაამარცხა. 

ქართველმა კაპიტნის სამკლავური ესპანურ გრანდში პირველად მოირგო და იმედებიც გაამრთლა. 

გიომ 98-ე წუთზე ანტე ბუდმირის პენალტი მოიგერია, რომელმაც გუნდს გამარჯვება მოუტანა. 

უნდა ითქვას, რომ ბუდიმირმა თერთმეტმეტრიანი საშინლად შეასრულა და "ღამურების" მეკარესაც დიდი გარჯა არ დასჭირვებია. 

სოციალურ მედიაში ამ ყველაფერს ფანებისგან გამოხმაურება მოჰყვა, რომელსაც მამარდამ თავადვე გასცა პასუხი: 

- "პენლატი სად ვნახო?". 

- "ჯობდა არ გენახა, უბრალოდ გცოდნოდა, რომ აიღო ნახვა არ იყო საჭირო". 

მამარდა ხუმრობით პასუხობს: "სტატისტიკა სტატისტიკაა ჩემო კარგო".

Facebook კომენტარები