საქართველოს ეროვნული ნაკრების 17 წლის წევრი, მათე ხატიაშვილი ესანეთის ასაკობრივ ტურნირებში უმაღლეს დონეზე თამაშობს. მათე ბასკონიას როგორც ევროლიგის, ისე ესპანეთის უმაღლესი ლიგის ძირითადი გუნდის განაცხადშია, თუმცა თამაში მხოლოდ ასკობრივ გუნდში უწევს.
ამ დღეეებში ესპანეთში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომლის ფინალიც დღეს იყო. ბასკონია ფინალში 82:92 დამარცხდა მადრიდის რეალთან, თუმცა მათე ხატიაშვილი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. მათემ შეხვედრა 29 ქულით, 10 შედეგიანი გადაცემითა და 5 მოხსნით დაასრულა.
გთავაზობთ მათეს საუკეთესო მომენტებს: