7 საათის და 46 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"რევანშის სურვილი?" - პიოტრ იანის განცხადება ბრძოლის შემდეგ

ლას-ვეგასში, „თი-მობაილ არენაზე“ გამართული UFC 323-ის მთავარი დაპირისპირება ქართველი გულშემატკივრისთვის არასასურველი შედეგით დასრულდა. 

სუპერმსუბუქი წონის ქართველი ლიდერი, მერაბ დვალიშვილი პეტრ იანთან რემატჩში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

აღნიშნუი ბრძოლის შემდეგ რუსმა მებრძოლმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:

"პირველი ბრძოლისგან განსხვავებით, აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი ჩემს ძალებში და თითოეულ მომენტში ზუსტად ვიცოდი რასაც ვაკეთებდი. 

"მე აქ მის მშობლიურ ადგილას მოვედი, რათა დამემარცხებინა - უამრავი საათი მიწევს ფრენა, ის კი აქვე ცხოვრობს.

"რაც შეეხება რევანშის სურვილს - ჯერ მერაბმა ბიჭები ჯაკუზიში წაიყვანოს და ამაზე მერე ვიფიქრებ", - თქვა იანმა.


Facebook კომენტარები