საქართველოსა და უკრაინის შეხვედრის შემდეგ, უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ედუარდ სარაპი ჟურნალისტთან მატჩის ერთ-ერთ საინტერესო ეპიზოდს იხსენებს.
სარაპის შორეული დარტყმის შემდეგ, მასთან ხვიჩა კვარაცხელია მივიდა და რაღაც უთხრა, რაზეც უკრაინელ ფეხბურთელს გაეცინა.
სწორედ ამ დიალოგზე ჰკითხა ჟურნალისტიმა ცენტრალურ მცველს:
ჟურნალისტი - "როდესაც კარის მიმართულებით დარტყმა გაბედე, ხვიჩა რაღაცაზე მოგიახლოვდა და ამის შემდეგ გაგეცინა. რა გითხრა მან?"
სარაპი - "მითხრა, ნამეტანია, ძმაო, მამარდაშვილი კარგი მეკარეაო (იცინის)... თუმცა, ყველაფერი შესაძლებელია"