UFC-ს ჩემპიონი, ჯასტინ გეიჯი ჯო როგანთან პოდკასტში იმყოდებოდა, სადაც ამერიკელმა მებრძოლმა საინტერესო რამ აღიარა.
"ალბათ, ერთხელ ჩემს ცხოვრებაში ნარკოტიკზე დამოკიდებული ვიყავი. ვიცი, რომ სისულელედ ჟღერს, მაგრამ ადამიანური დახმარების სკოლაში დავდიოდი.
"ნარკოტიკების გამო რამდენიმე მეგობარი დავკარგე. მინდოდა, ხალხს დავხმარებოდი და ნარკოტიკებისგან თავის დაღწევაში მივშველებოდი.
"მაგრამ, თუ ვცდილობ, ადამიანებს ნარკოტიკებისგან თავის დაღწევაში დავეხმარო, მაშინ როგორ გავიგო ისინი რას განიცდიან, როცა არ ვიცი, თუ რას ნიშნავს ეს შეგრძნება. ალბათ, ესეც იყო ამის მიზეზი", - თქვა გეიჯიმ.