ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, სადაც "პსჟ"-მ "არსენალი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა, UFC-ს ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალზე პირველად ვიყავი, ეს მეორე შემთხვევაა. პირველ ფინალზე არ იყო დიდი ემოციები, რადგან 5-0 მორჩა, მაგრამ დღეს ძალიან დაძაბული იყო.
"ვიცოდი, რომ პსჟ პენალტებში მოიგებდა, რადგან ვიცი, რომ საფონოვი პენალტებში ძალიან კარგია", - თქვა მახაჩევმა.