23 საათის და 21 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა, სისულელეა, რასაც ამბობს - ლევან კობიაშვილი

"იუთუბარხზე" გადაცემა "ლაი-ლაის" სტუმარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახლდათ. 

კობიაშვილი ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის ინტერვიუსაც გამოეხმაურა, სადაც ქართველმა სპეციალისტმა ჩემპიონატის დაბალ დონეს გაუსვა ხაზი.

რა თქვა ჭიაბრიშვილმა?

ჩემი შეფასება არ ვიცი ვის როგორ მოსწონს, მაგრამ ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატია, გვაქვს დაბალი დონის ხარისხი და თამაშები, ამას პირადად ჩემს გუნდზე ვიტყვი. ქვეყნის ჩემპიონატი ასე არ ვითარდება, ერთ დონეზეც კი ვერაფრით ვერ ვჩერდებით, იმიტომ, რომ ყოველი წელი უარესია... ეს ვისაც ეხება სახელმწიფომ, ფედერაციამ, კლუბებმა, ყველამ ერთად უნდა მოილაპარაკონ რაღაც, რომ ამ დონეს ეშველოს. ჩემპიონატის დონე საგრძნობლად დაბალია წინა წელთან შედარებით", - განაცხადა ჭიაბრიშვილმა ეროვნული ლიგის მე-20 ტურში საგარეჯოს "გარეჯთან" (1:0) გამარჯვების შემდეგ.

კობიაშვილის თქმით, მისთვის ჭიაბრიშვილის ეს განცხადება გაუგებარია.

"მინდა ამ თემასაც შევეხო, ერთი მწვრთნელი, გიორგი ჭიაბრიშვილი საუბრობდა... სიმართლე გითხრათ, რაღაც ვიდეო ვნახე და მართლა გაუგებარია, რასაც აკეთებს. მგონია, რომ თვითონაც ვერ ჩამოყალიბდა, ადამიანი საერთოდ მწვრთნელია, თუ ექსპერტია. ისეთ რაღაცებს საუბრობს, ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ მგონია, რომ სისულელეა, რასაც საუბრობს. თურმე ფედერაცია, სახელმწიფო უნდა დაჯდეს და ჩვენი ჩემპიონატის დონე აამაღლოს და გვეუბნება, რომ ჩემპიონატის დონე არის ძალიან დაბალი. კი ბატონო, ვიცით, რომ არის ძალიან დაბალი, დიდი ხანია, რაც ამას ვხედავთ და ამას ვიძახი დიდი ხანია, რომ დონე ძალიან დაბალია, მაგრამ ჩემპიონატის დონე ვინ უნდა აამაღლოს? ანუ ფედერაციამ უნდა იზრუნოს? ადამიანი, რომელიც ირჩევს ფეხბურთელებს, შენ მოგყავს, კონტრაქტს შენ უფორმებ, შენ ამზადებ, შენ მიგყავს შეკრებაზე, შენ ავარჯიშებ, შენ ათამაშებ, ტაქტიკას შენ განაგებ და ვინ უნდა აწიოს ჩემპიონატის დონე? ანუ მე უნდა ავწიო მისი გუნდის მომზადების ხარისხი? 

სამწუხაროა ის, რომ ამ მესიჯს კარგად ყიდი, ვიღაც ამას იჯერებს. პრობლემა იცით, რაშია? ამას საუბრობს ადამიანი, რომლისგანაც პირიქით მოლოდინი გაქვს, რომ თავის მუშაობით გუნდს ხელს დაატყობს, ან მანამდე სადაც მუშაობდა, რომ ჩემპიონატის ხარისხი აწიოს. ეს ადამიანი ბათუმის "დინამომდე" ბევრ სხვა გუნდში იყო და მათ შორის ევროტურნირებიც აქვს ნათამაშები და აღარ ვიტყვი ვინ გამოაგდო და რა ეტაპები აქვს გავლილი  და როგორ აქვს. - Sportall

Facebook კომენტარები