1 დღის და 5 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ოქროს სიტყვებია - რა თქვა გუჯეჯიანმა სულამანიძის ჩემპიონობაზე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა ილია სულამანიძეს მსოფლიო ჩემპიონაბზე კომენტარი გააკეთა:

"ილია სულამანიძის მიმართ ჩემი ემოციები არის შემდეგი, რომ ძალიან გახარებული ვარ. ამაყი გახლავართ პირველ რიგში იმიტომ, რომ ქართველმა მოიგო ოქროს მედალი და თანაც იმ ქართველმა, რომელიც მუდამ ჩემი მიზნების, ოცნებებისა და გონების ნაწილია და გუშინ დაფიქსირდა ის, რომ ჩემმა დარგულმა ხემ ნაყოფი გამოიღო.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ აღნიშნა და მადლიერება გამოხატა ჩემს მიმართ, ამით რა თქმა უნდა, ადამიანურად ძალიან ამაყი ვიყავი და გამიხარდა, მაგრამ არ გამკვირვებია. არ გამკვირვებია, რადგან ვიცი ილია როგორი არაჩვეულებრივი ადამიანია და როგორი მადლიერებით ცხოვრობს".