VIDEO: ახალი ტოჩინოშინი? - საქართველოს დიდი სუმოისტი ეზრდება
2 კვირის და 1 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

VIDEO: ახალი ტოჩინოშინი? - საქართველოს დიდი სუმოისტი ეზრდება

"ნიკოლოზ წიქორიძე ტოტორის სკოლაშია უკვე.

გუშინ მას ოფიციალური პირველი დღე ჰქონდა "ტოტორი ჯოოჰოკუ" ჰაისქულში, სადაც იგი პირადად ჩაიყვანა გაგამარუმ და საიმედოდ დააბინავა. 

სკოლის დირექტორი, ბატონი იშიურა საოცრად მოხიბლულა 16 წლის ქართველი გოლიათით და უდიდესი პერსპექტივები აქვსო, უთქვამს. 

თავად ნიკუშასაც ძალიან მოსწონებია ტოტორის სკოლა და მთლიანად იაპონური გარემო. 

ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, უკვე დაიწყო ნიკას ყოველდღიური, მუხლჩაუხრელი შრომა, დი(ა)დი მიზნისათვის.", - წერს სოციალურ ქსელში "ქართული სუმოს ქომაგები".

Facebook კომენტარები