1 საათის და 56 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

მოტეხილი ხელით! - რა ინფორმაცია გავრცელდა მატვეი საფონოვზე

პარი სენ-ჟერმენის რუსმა მეკარემ, მატვეი საფონოვმა ხელი მოიტეხა. 

ამის შესახებ ინფორმაცია პარიზული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

"მატვეიმ მარცხენა ხელის მოტეხილობა „ფლამენგოს“ წინააღმდეგ გამართული მატჩის დროს მიიღო. 

"მისი მდგომარეობა ხელახლა 3-4 კვირის შემდეგ შეფასდება", - წერს "პსჟ" განცხადებაში. 

ცნობისთვის, საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში, მატვეიმ პენალტების სერიაში 4 დარტყმული მოიგერია.


Facebook კომენტარები