7 საათის და 18 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

სამწუხარო ინფორმაცია საფრანგეთის ნაკრების შესახებ

სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, დიდიე დეშამის შესახებ.

ფრანგული მედიის ცნობით, დეშამსს დედა გარდაეცვალა, რის გამოც მან ეროვნული გუნდის ბანაკი დატოვა და ოჯახთან დაბრუნდა.

შესაბამისად, საფრანგეთის ნაკრების მომდევნო მატჩში, რომელსაც ნორვეგიის წინააღმდეგ გაიმართება, დეშამი გუნდის სათადარიგოთა სკამზე არ იქნება.

მის მოვალეობებს დროებით ნაკრების ასისტენტი, გუი სტეფანი, შეასრულებს.

ამ მძიმე პერიოდში საფრანგეთის ნაკრები და საფეხბურთო საზოგადოება დეშამსსა და მის ოჯახს თანაგრძნობას უცხადებს.



Facebook კომენტარები