ესპანურმა გამოცემა El Gol Digital-მა გიორგი მიქაუტაძეს საინტერესო სტატია მიუძღვნა.
"ჟორჟი იმის საფუძველს იძლევა, რომ კლუბი ინვესტიციას აინაზღაურებს. მართალია, პირველ მატჩებში ქართველმა ზოგიერთი ეჭვი დაბადა, მაგრამ თანდათან მარსელინიოს სათამაშო სისტემას მოერგო და თავი წარმოაჩინა.
"მიქაუტაძემ თავისი პირველი მატჩი „ატლეტიკოსთან“ ჩაატარა და მაშინვე სასტარტოს ფეხბურთელი გახდა.
"სანჩეს პისხუანზე“ „სევილიასთან“ ბოლო დაპირისპირებაში საგოლე გადაცემის ავტორი გახდა, რომლის პასით სოლომონმა საბოლოო ანგარიში, 1:2 დააფიქსირა.
"მაშინ, როდესაც გიორგის საბაზრო ფასი 22 მილიონი ევრო იყო, „წყალქვეშა ნავმა“ 31 მილიონად შეიძინა სწორედ ამ თანხად არის ამჟამადაც შეფასებული, მაგრამ ექსპერტების ვარაუდით, თუ ამავე დონეზე თამაშს გააგრძელებს, მისი ფასი გაცილებით მოიმატებს.
"როგორც ირწმუნებიან, სატრანსფერო ფასი მომავალი ზაფხულისთვის 50 მილიონს მიაღწევს", - წერს გამოცემა.