2026 წლის სუპერთასის ფინალი კატალონიის "ბარსელონას" გამარჯვებით დასრულდა, სადაც "ბლაუგრანამ" მადრიდის "რეალი" 3:2 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩის შემდეგ "ბლანკოსის" უცხოელი ფანები სოციალურ ქსელში მკაცრი მოთხოვნით გამოვიდნენ.
კერძოდ, "მადრიდისტები" ჩაბი ალონსოს უმალვე გათავისუფლებას ითხოვენ.
მათი აზრით, შეუფერებელია ის ფეხბურთი, რასაც მადრიდელები ამ სეზონში აჩვენებენ.
ასე და ამგვარად, საინტერესოა, თუ რას გადაწყვეტენ კლუბში.