როგორც მოგეხსენებათ, 22 სექტემბერს 2025 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოვება გაიმართება.
საუგილისხმოა, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-5 ტურის მთავარი მატჩი "მარსელსა" და "პარი სენ-ჟერმენს" შორის 21 სექტემბერს უნდა გამართულიყო "ველოდრომზე", მაგრამ ამინდის გაუარესების გამო, გადაიდო.
LFP-მ შეხვედრა მეორე დღეს, საღამოს 20:00-ზე (თბილისის დროით საღამოს 10-ზე) დანიშნა, რითაც პარიზში გასამართავ ოქროს ბურთის ცერემონიალს დაამთხვია.
ბუნებრივია, ყველაზე მეტი ნომინანტი სწორედ პარი სენ-ჟერმენიდან არის, მათ შორის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე, მთავარი კანდიდატი უსმან დემბელე და ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია.
გაირკვა, რომ პსჟ-ს ტრავმირებული ფეხბურთელების გარდა, ცერემონიალს ვერავინ დაესწრება.
როგორც RMC Sport-ი იტყობინება, "პსჟ"-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ გადაწყვეტილება მიიღო - ის პარიზში ოქროს ბურთის ცერემონიალს დაესწრება და მარსელში გუნდს არ წაყვება.