როგორც მოგეხსენებათ, "პარი სენ-ჟერმენის" ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის ოქროს ბურთზე ოფიციალურად წარადგინეს.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი იმ 30 ნომინანტს შორის მოხვდა, რომელიც „ოქროს ბურთის“ ორგანიზატორმა, გამოცემა France Football-მა დაასახელა.
საგულისხმოა ისიც, რომ ამ ამბავს ლიგა 1-ის ოფიციალური გვერდი გამოეხმაურა.
"კვარაცხელია. ქართული სიამაყე" - წერს ოფიციალური გვერდი.