2 დღის და 10 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ლიონმა მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი დაასახელა - რამდენად შეელევა კლუბი ქართველ ბომბარდირს

ბოლო პერიოდში უცხოურ მედიაში გიორგი მიქაუტაძის ტურინის "იუვენტუსში" შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ცნობები მოხშირდა.

გამოცემა, "Transferfeed" იუწყება, რომ "ბებერმა ქალბატონმა" ქართველის შესაძენად პირველი ნაბიჯი გადადგა.

ტურინულმა გუნდმა "ლიონს" ჟორჟის შესახებ მიმართა და მისი ინფორმაცია მოითხოვა.

როგორც ცნობილია, ფრანგულმა მხარემ "იუვეს" მიქაუტაძის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო მოსთხოვა.

წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრ ლაკაზეტის წასვლის შემდეგ გიორგი გინდში პირველი ფორვარდია და ის თავს კარგად გრძნობს, შესაძლოა ქართველმა გუნდი მაინც დატოვოს.

ამის მიზეზი კი "ლიონის" ფინანსური პრობლემებია და 45 მილიონი ევრო მათთვის საკმაოდ მომგებიანად ჟღერს.

Facebook კომენტარები