19 საათის და 29 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"მადლობა ამისთვის, ხვიჩა" - რას წერენ პსჟ-ს ფანები ფინალის შემდეგ

საფრანგეთის სუპერ თასის ფინალში "პარის სენ-ჟერმენისა" და "მარსელის" მატჩი შედგა, სადაც პარიზელებმა პენალტების სერიაში წლის პირველი ტიტული მოიპოვეს.

აღნიშნული მატჩის შემდეგ პარიზელთა ფანები ხვიჩა კვარაცხელიაზე ალაპარაკდნენ.

"კვარამ მთელი თავგანწირვით ითამაშა, მადლობა ამისთვის, ხვიჩა.

"ხვიჩას იმ ერთ მომენტში დაცვაში რომ არ ჩაესრო, გოლი გავიდოდა და ამ ფინალს ვერ მოვიგებდით.

"კი კვარა მოედანიდან გავიდა და ანგარიში შემდეგ გათანაბრდა, მაგრამ მისი როლი ამ გამარჯვებაში დიდია.

"უნდა დავაფასოთ ხვიჩას ქმედება, რომელიც მიუხედავად ახლადმოშუშებული ტრავმისა, მაინც ასე თავგანწირვით იბრძვის. 

"ამ მატჩში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რატომ არის ხვიჩა ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი", - წერენ "პსჟ"-ს ფანები.

Facebook კომენტარები