1 თვის და 3 კვირის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

პრობლემები გრძელდება! - ლუის ენრიკეს გუნდი მძიმე სიტუაციაშია

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში "პსჟ"-ს ერთ-ერთლა ლიდერმა, არშაფ ჰაკიმიმ მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანი დატოვა.

როგორც გიარკვა, მაროკოელ ფეხბურთელს კოჭის მძიმე დაჭიმულობა აღენიშნება, რის გამოც დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. 

საგულისხმოა ისიც, რომ უხეშობის შემდეგ გაცილებით მძიმე რეალობის მოლოდინი არსებობდა. თუმცა, აშრაფი ოპერაციას გადაურჩა. 

გარდა ამისა, "ბაიერნთან" "პსჟ"-ს მხრიდან დაშავდა უსმან დემბელე და ნუნუ მენდეში.

ცნობისთვის, "პარი სენ-ჟერმენს" ასევე ლაზარეთში ჰყავს დეზირე დუე, რომელიც სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.


Facebook კომენტარები