4 დღის და 12 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

კვარაცხელიას მსგავსი ტრანსფერი - რა გეგმა აქვს პარი სენ-ჟერმენს იანვარში

საფეხბურთო გამოცემა, onzemondial იტყობინება, რომ პარი სენ-ჟერმენმა შესაძლოა იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაძლიერება გადაწყვიტოს, როგორც ეს წინა წელს ხვიჩა კვარაცხელიას შემთხვევაში მოხდა.

მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო ლუის ენრიკემ პრობლემა უკვე არაერთხელ შეექმნა, რაც რამდენიმე ფეხბურთელის დამატების იდეას ბადებს.

ყველაზე ხშირად, დორტმუნდის ბორუსიას 23 წლის შემტევის, კარიმ ადეიემის შესახებ იწერება, რომელსაც ყვითლების დატოვება სურს, თუმცა ჯერ-ჯერობით კლუბისა და ფეხბურთელის წარმომადგენლების კონტაქტი არ შემდგარა.

ასე და ამგვარად, პარი სენ-ჟერმენმა შესაძლოა ზამთრის სატრანფერო ფანჯარაზე ახალი შემტევი დაიმატოს.


Facebook კომენტარები