პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ რენთან გასამართი მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
ესპანელ სპეციალისტს ხვიჩა კვარაცხელიას ფორმის შესახებ ჰკითხეს:
"კვარას თამაშით მისი მოსვლის დღიდან ბედნიერი ვარ. ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია - ამბიციური და ხარისხიანი.
ყველა ფეხბურთელს აქვს კარგი და ცუდი პერიოდები. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ", - თქვა ენრიკემ.