პარიზულ კლუბში სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილო მატვეი საფონოვი მზადაა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში პსჟ დატოვოს.
როგორც ცნობილი ჟურნალისტი ექრემ კონური იუწყება, რუს მეკარეზე ინტერესს ერთდროულად სერია A-ს, ლა ლიგის და პორტუგალიის წამყვანი გუნდები იჩენენ.
საფონოვი „კრასნოდარიდან“ 2024 წელს 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა მიმდინარე სეზონში მას კლუბის ძირითად შემადგენლობაში არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია.
გასულ სეზონში 25 წლის მეკარემ პსჟ-ს მაისურით 17 შეხვედრა ჩაატარა და 13 გოლი გაუშვა.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ Transfermarkt-ის მონაცემებით, მისი მიმდინარე საბაზრო ფასი 18 მილიონი ევროა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საფონოვს ხვიჩა კვარაცხელიასთან საკმაოდ ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს.
