2 დღის და 18 საათის წინ
Giorgi Sokhadze
Aa

"ამიტომაც მომწონს კვარა სხვებზე მეტად" - ლუის ენრიკეს აღიარება

ყველასათვის ცნობილია, რომ პარი სენ-ჟერმენის მთავარ მწვრთნელს ლუის ენრიკეს ხვიჩა კვარაცხელია განსაკუთრებულად მოსწონს.

ბოლო რამდენიმე მატჩია, რაც ქართველი უფრო და უფრო მეტ სათამაშო დროს იღებს და თუ გუნდს უჭირს, შეუცვლელად თამაშობს.

თითქმის ყველა შემტევი იცვლება ხვიჩას გარდა, ამის მიზეზად კი კვარას მოედანზე ბოლომდე თავდადებაა.

როგორც ცნობილია, ენრიკეს ხვიჩას შემტევი უნარების გარდა, მისი დაცვითი უნარებიც აკვირვებს.

მოსწონს ის ფაქტი, თუ როგორ ეხმარება დაცვას კვარაცხელია.

როგორც ენრიკე ამბობს, ის გაკვირვებულია კვარაცხელიას დაცვითი თამაშით და იმ თავდადებით, რასაც გადაღლილი კვარა მატჩის ბოლო წუთებზე ავლენს.

Facebook კომენტარები