3 დღის და 5 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

საფრანგეთში ლუის ენრიკეს კვარას გამო აკრიტიკებენ - რას წერენ ესპანელ სპეციალისტზე

ფრანგი სპორტული ჟურნალისტი დანიელ რიოლო კვლავ კრიტიკით გამოეხმაურა ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებებს „პარი სენ-ჟერმენში“. 

RMC Sport-ის პოდკასტში ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მწვრთნელი ზედმეტად ამტკიცებს საკუთარ იდეას ხვიჩა კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე გამოყენებით.

რიოლოს თქმით, ამ ტაქტიკამ შედეგი ვერ მოიტანა და, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ მატჩებში — მაგალითად, ბრესტის ან ლორიანის წინააღმდეგ — "ამან შეიძლება იმუშაოს, უმეტეს შემთხვევაში კვარას ბუნებრივი პოზიცია მარცხენა ფლანგია, სადაც მისი პოტენციალი უკეთესად ჩანს.'

ჟურნალისტმა ასევე დასძინა, რომ ენრიკემ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა საკუთარი ხედვის „დამტკიცება“ ფეხბურთელის თამაშის ხარჯზე.

ცნობისთვის, ბოლო შეხვედრაში, სადაც კვარაცხელიამ მარჯვენა ფლანგზე ითამაშა, ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე გადაცემა შეასრულა — ეს მიმდინარე სეზონში მისი პირველი ასისტია.

Facebook კომენტარები