1 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

მიქაუტაძე ნაკრებიდან ვილიარეალში ტრავმირებული დაბრუნდა - რა განაცხადა მარსელინომ

სანაკრებო პაუზის შემდეგ გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მორიგი ტური ელის.

18 ოქტომბერს 20:30 საათზე ვილიარეალი ბეტისს დაუპირისპირდება.

როგორც მედიაში იწერება, ჟორჟი გუნდში ნაკრებიდან მცირე დისკომფორტით დაბრუნდა.

ცნობილია, რომ მან გასულ დღეებში მსუბუქი დატვირთვით ივარჯიშა და მისი ბეტისთან თამაში საეჭვოა.

“მიქაუტაძეს გარკვეული დისკომფორტი აქვს და უნდა დავაკვირდეთ, როგორ მდგომარეობაში იქნება ბოლო ვარჯიშის შემდეგ”, - თქვა განაცხადა ვილიარეალის მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინომ.

Facebook კომენტარები