5 საათის და 53 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

რა ანგარიშით დასრულდება თურქეთისა და საქართველოს მატჩი - სუპერკომპიუტერის პროგნოზი

როგორც მოგეხსენებათ, 14 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქეთს ესტუმრება.

შეხვედრას ჩვენი გუნდისთის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

მატჩის ანგარიში ერთ-ერთი გამოცემის სუპერკომპიუტერმა იწინასწარმეტყველა.

მისი პროგონოზით, ამ შეხვედრაში 3 ქულა საქართველოს დარჩება.

ჯვაროსნები თურქებს ანგარიშით 1:2 დაამარცხებენ.

გოლებს ჩვენი მხრიდან ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე გაიტანენ. თურქეთიდან კი თავს კენან ილდიზი გამოიჩენს.

აქვე შეგახსენებთ, რომ მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.

Facebook კომენტარები