3 საათის და 3 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

როგორია კვარაცხელიას მდგომარეობა! - მედიაში უახლესი ინფორმაცია გავრცელდა

ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ-ჟერმენი ოსერს უმასპინძლა.

პირველ ტაიმში 24-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია დაშავდა, რის გამოც მან მეორე ტაიმი ვეღარ ითამაშა.

როგორც ჟურნალისტი, არტურ პერო წერს, 28 სექტემბერს ლუის ენრიკემ ფეხბურთელებს დასვენება მისცა.

ვიტინიას, რომელიც ასევე დაშავდა, კვარასთან ერთად სამედიცინო შტაბი ხვალ შეამოწმებს, შესაბამისად დასკვნაც ხვალ იქნება.

აქვე შეგახსენებთ, რომ პსჟ ოთხშაბათს ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ესტუმრება.

იმედი ვიქონიოთ, რომ ვიტინიაც და ხვიჩაც ამ მატჩისთვის მზადყოფნაში იქნებიან.

Facebook კომენტარები