ბოლო პერიოდში პარი სენ-ჟერმენისა და საქართველოს ნაკრების შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმები ხშირად აწუხებს.
ლიგა 1-ის მე-4 ტურში ლანსის წინააღმდეგ მეორე წუთზევე ქართველს მარჯვენა ფეხში ცუდად მოხვდა, რის გამოც მანდ მინდორი 30-ე წუთზე დატოვა.
საბედნიეროდ, გადავრჩით და სერიოზული არაფერი აღმოჩნდა - კვარა დაბრუნდა და ჩემპიონთა ლიგაზე გოლიც გაიტანა.
შემდეგ კი ლიგა 1-ის მე-6 ტურში ოსერის წინააღმდეგ 23-ე წითზე ხვიჩას უკვე მარცხენა ფეხში მოხვდა, რის გამოცა პირველი ტაიმის შემდეგ ის სტადიონზე აღარ გამოსულა.
ჯერ-ჯერობით დასკვნა ცნობილი არ აროს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე სერიოზულთან გვქონდეს საქმე.
თუმცა ასეთი მიკრო ტრავმები ორ ტურში ერთხელ ფეხბურთელს საბოლოო ჯამში ძალიამ აზარალებს.
და რა არის ამის მიზეზი?
ამის მიზეზი 2024/25 წლების სეზონის გამოყოლილი გადაღლილობაა, რომელსაც ორგანიზმი ვეღარ უძლებს.
პსჟ-ს მოთამაშეებს ფაქტობრივად არ დაუსვენიათ. ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ისინო აშშ-ში გაემგზარვნენ, საფაც მჭიდრო გრაფიკში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშეს.
ისინი ფინალამდე მივიდნენ, ამას ემატება ცუდი პირობები, სიცხე და ა.შ.
ჩემპიონატის ფინალის შემდეგ კი მათ 2 კვირაში ყოველგვარი მოსამზადებელი ეტაპის გარაშე ახალი სეზონისთვის ვარჯიშები დაიწყეს, ამისათვის მათ 1 კვირა ჰქონდთ.
დღესდღეისობით შეუძლებელია, რომ ფეხბურთელმა ამხელა დონეზე სეზონი მოუმზადებლად დაიწყოს, გუნდს კი გადაღლილობა აშკარად ეტყობა.
მოსამზადებელი ეტაპი გუნდისთვის აუცილებელია, რადგან აქ ადამიანის ორგანიზმი ნელ-ნელა ემზადება დატვირთვებისთვის, 1 კვირაში, კი მოსწრება შეუძლებელია. შემდეგ კი თამაშებიც დაიწყო.
კვარას გარდა ტრავმირებულები არიამ დეზირე დუე და უსმან დემბელე, რომლები 5-6 კვირას იუქმებენ.
ასე რომ ქართველის ეს ტრავმიანობა გადაღლილობასა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჩატარებას უნდა მივაწროთ, რომელმაც ვერც გულშემატკივრები ასიამოვნა და ვერც ფეხბურთელები.
ისღა დაგვრჩემია, იმედი ვიქონიოთ, რომ ხვიჩას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება.