1 დღის და 20 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

პსჟ-სთან ბარსელონასაც დიდი პრობლემები აქვს - ცნობილია, ვინ ტოვებს მატჩს

ბარსელონას“ ორი ფეხბურთელი – რაფინია და ჟოან გარსია ტრავმის გამო მოედანზე უახლოეს პერიოდში ვერ გავლენ. კლუბის ინფორმაციით, ისინი გამოტოვებენ შემდეგ შეხვედრებს: 

𝐕𝐒 „სოსიედადი“ (სახლში).

𝐕𝐒 „პსჟ“ (სახლში).

𝐕𝐒 „სევილია“ (გასვლაზე).

ორივე ფეხბურთელის დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ამასთან ერთად ისიც აღსანიშნავია, რომ ბარსას უახლოეს დღეებში მნიშვნელოვანი დაპირისპირება ელის "პარი სენ - ჟერმენის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ეს დანაკლისი ფლიკის გუნდისთვის ძალიან მძიმე იქნება.

თავის მხრივ პარიზელების გასაჭირში არიან - მათ უსმან დემბელე და დეზირე დუე გარანტირებულად არ ეყოლებათ.

ხვიჩა კვარაცხელიამ და ვიტინიამ კი წინა მატჩოს დროს დისკომფორტი იგრძნეს.

Facebook კომენტარები