ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ-ჟერმენი ოსერს მასპინძლობს.
პირველ ტაიმში 24-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია დაშავდა, რის გამოც მან მეორე ტაიმი ვეღარ ითამაშა.
ქართველი ვინგერის ტრავმასთან დაკავშირებით პსჟ-ს მთავარმა მწვრთნლემა, ლუის ენრიკემ მატჩის შემდეგ ისუბრა:
“ვიტინიას და კვარაცხელიას ტრავმების სიმძიმის შესახებ ახლა ვერაფერს ვიტყვი და ეს ბუნებრივია. უნდა დეველოდოთ გამოკვლევას, რომელიც ხვალ ან ზეგ ჩატარდება. გრაფიკი დაძაბული არამხოლოდ ჩვენთვის და ჩვენი ფეხბურთელებისთვისაა. ყველა გუნდი ასეთ მდგომარეობაშია. უნდა შევინარჩონოთ სიმშვიდე, სირთულეები კი გუნდურობითა და გულშემატკივრების დახმარებით უნდა დავძლიოთ. თამაშისთვის მზად არიან ჩვენი ახალგაზრდებიც და ეს კარგია გუნდში განწობისთვის”.