3 საათის და 25 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"გასულ სეზონში მბაპესაც კი გაუჭირდა..." - ვილიარეალის მწვრთნელმა მიქაუტაძეზე ისაუბრა

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძემ "ვილიარეალში" სადებიუტო გოლი გაიტანა. 

ქართველმა შემტევმა ლა ლიგის მე-5 ტურში "ოსასუნას" გაუტანა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

შეხვედრის შემდეგ "ყვითელი წყალქვეშა ნავის" მწვრთნელმა, მარსელინომ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"თუ მეტყოდნენ, რომ ჟორჟი პირველ გოლს თავით გაიტანდა თითქმის ორმეტრიანი სამი მცველის წინააღმდეგ, ვიტყოდი, რომ ეს შეუძლებელია. 

"მას სხვა მომენტებიც ჰქონდა, ბევრი რამ შექმნა. ვფიქრობ, ის ბევრ გოლს გაიტანს, მაგრამ ყველას დრო უნდა მივცეთ. 

"გასულ სეზონში მბაპესაც კი გაუჭირდა. კმაყოფილი ვარ მისით, ძალიან მიხარია, რომ გაიტანა", - თქვა მარსელინომ.

Facebook კომენტარები