როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძემ ვილიარეალის რიგებში უკვე 3 მატჩი ჩაატარა.
ლა ლიგის გასულ ტურში ქართველმა ოსასუნასთან სადებიუტო გოლი გაიტანა.
როგორც ჩანს, დროის მცირე მონაკვეთში ჟორჟი, როგორც კლუბმა ასევე ფანებმა ძალიან შეიყვარეს.
მიქაუტაძეს ესპანეთში უკვე მეტსახელიც შეარწვეს - "მეფე მიქაუტაძე".
შეგახსენებთ, რომ გიორგის საფრანგეთშიც მსგავსი ზედმეტსახელი ჰქონდა.
ქართველმა უკვე ესპანეთის დაპყრობაც მოასწრო.